სერგეი ნარიშკინი: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს

ბაქოში მყოფმა ს საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ -ი ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.
ნარიშკინის თანახმად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისმა “შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თხოვნით, მოამზადა შუალედური ანგარიში, რომელიც შეიცავს თეზისს, რომ საქართველოში, სავარაუდოდ, არ არსებობს სამართლიანი და ღია ს პირობები.” ეს,” რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას”, – ამბობს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი.

“ამ ქმედების მიზანია, უხეშად, საკმაოდ თავხედურად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, შეეცადოს, ხელი შეუშალოს ჯანსაღი, ეროვნულად ორიენტირებული ძალების ხელისუფლებაში კვლავ მოსვლას. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხალხი აირჩევს … სწორ და ზუსტ არჩევანს გააკეთებს,”-განაცხადა ნარიშკინმა.
მან ფაქტობრივად გაიმეორა მოგვიანებით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადების შინაარსი.
მანამდე რუსეთის სპეცსამსახური აცხადებდა, რომ აშშ ემზადება „თბილისური მაიდნის“ მოწყობისთვის, რათა არ დაუშვას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები