სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა იემენზე განხორციელებული დარტყმები დაგმეს

რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა სატელეფონო საუბრისას მკაცრად დაგმეს შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ იემენზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციას. საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა მკაცრად დაგმეს ქვეყნების ჯგუფის მიერ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით იემენის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური დარტყმები“, – ნათქვამია რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყეს, რაც, მათი განმარტებით, იმ თავდასხმების საპასუხო ნაბიჯი იყოს, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია