სერგეი ლავროვი – ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ ეუთო-ს შეხვედრას დავესწრები, თუ ბულგარეთი საჰაერო სივრცეს გახსნის

ჩრდილოეთ მაკედონიაში გასამართ ეუთო-ს შეხვედრას დავესწრები, თუ ბულგარეთი საჰაერო სივრცეს გახსნის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„როგორც ჩანს, ბულგარეთი ჩრდილოეთ მაკედონიას დაჰპირდა, რომ თავის საჰაერო სივრცეს გახსნის, თუ ეს მოხდება ჩვენ იქ ვიქნებით“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელმა მას შეხვედრაც სთხოვა.
„უკვე არის რამდენიმე თხოვნა შეხვედრების შესახებ, მათ შორის დასავლელი წარმომადგენლებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას შევხვდებით, ჩვენ არავის გავურბივართ და არ ვიმალებით“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ეუთოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სკოპიეში 30 ნოემბერს დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მზია ამაღლობელი – ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებენ – ბატონო პროკურორებო, ბრაზის და უსამართლობის გამო, მიწყლიანდება თვალები – რას ფიქრობთ, ეს ჩემი ემოციური მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ საჭიროებს?