სერგეი ლავროვი – რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს ქვეყნებთან, რომლებიც ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ

რუსეთი ყოველთვის ღიაა პატიოსანი და თანასწორი პარტნიორობისთვის იმ ქვეყნებთან, რომლებიც საკუთარი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ღია ვიქნებით პატიოსანი და თანასწორი პარტნიორობისთვის ყველასთან, ვინც ჩვენსავით ხელმძღვანელობს საკუთარი ეროვნული ინტერესებით და სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას გაერო-ს წესდების პრინციპების საფუძველზე აგებს,“- განაცხადა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი აგრძელებს განვითარებას, როგორც თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია ფართო, დეპოლიტიზებული საერთაშორისო თანამშრომლობით.
„დღეს, როდესაც გლობალური ვითარება კვლავ დაძაბულია, მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებსა და სპორტსმენებს შორის ხალხთაშორისი გაცვლა და დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება თანამშრომლობის საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა, რომელიც მოსკოვში 26-27 ოქტომბერს იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო