სერგეი ლავროვი – არასდროს ისწრაფოდა უბრალოდ სხვისი ტერიტორიების მიტაცებისკენ, იქნება ეს , დონბასი თუ ნოვოროსია, მისი მიზანია დაიცვას ის რუსები, რომლებიც, ისტორიულად, ამ მიწებზე ცხოვრობდნენ

რუსეთი არასდროს არ ისწრაფოდა უბრალოდ სხვისი ტერიტორიების მიტაცებისკენ, იქნება ეს , დონბასი თუ ნოვოროსია, მისი მიზანია დაიცვას ის რუსები, რომლებიც, ისტორიულად, ამ მიწებზე ცხოვრობდნენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს გვისაუბრია, რომ უბრალოდ ესა თუ ის ტერიტორია უნდა მიგვეტაცებინა. არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა ჩვენი სამიზნე. ჩვენი მიზანი იყო დაგვეცვა ადამიანები, რუსი ხალხი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ მიწებზე, რომლებმაც აღმოაჩინეს ეს მიწები, დაღვარეს სისხლი მათთვის როგორც ყირიმში, ასევე დონბასში, შექმნეს ქალაქები – ოდესა, ნიკოლაევი, მრავალი სხვა, პორტები, ქარხნები“, – განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან