სერგეი ლავროვი – პრეზიდენტი ტრამპი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-სკენ ჩათრევა შეცდომა იყო – ეს ერთ-ერთი ძირეული მიზეზია, რომელიც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ

დონალდ ტრამპს ესმის, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრით შეიძლება, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„პრობლემის გადაჭრისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაა. პრეზიდენტი ტრამპი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-სკენ ჩათრევა შეცდომა იყო. ეს არის ერთ-ერთი ძირეული მიზეზი, რომელიც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, -ს ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობა ესმის.
„ისინი აღიარებენ, რომ ტერიტორიული საკითხები გრძელვადიანი მოგვარების კონტექსტში უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება