სერგეი ლავროვი მინსკში პიტერ სიიარტოს შეხვდა

სერგეი ლავროვი მინსკში პიტერ სიიარტოს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მინსკში, ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან გამართულ შეხვედრაზე „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისა და სხვადასხვა აქტუალური საერთაშორისო საკითხები განიხილა“.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვმა და სიიარტომ „უკრაინაში უმცირესობების უფლებების პატივისცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს“.
„უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისას აღინიშნა ეროვნული უმცირესობების უფლებების პატივისცემის მნიშვნელობა, მათ შორის ენობრივი და რელიგიური უფლებების, რომლებიც კიევის რეჟიმის მიერ სისტემატურად ირღვევა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო