სერგეი ლავროვი – ევროპის „ესტონეთიზაცია“ მოხდა

ევროპის „ზაცია“ მოხდა, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დიახ ესტონეთიზაცია. ყველაზე თავგამოდებული რუსოფობების ევროკავშირის სტრუქტურების მომავალ ლიდერებად გამოვლენა მოხდა. ეს სამწუხაროა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას „ევროპის ფინეთიზაციის“ პერიოდი კარგად ახსოვს.
„ეს იმ ტიპის თავისებური ეიფორიის ერთ-ერთი გამოვლინება იყო, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა. იდეოლოგიაზე ყველგან უარი თქვეს. ჩვენ გვახსოვს, როგორ მუშაობდნენ უცხოელი სპეციალისტები ჩვენთან უმეტეს სამთავრობო დაწესებულებებში და ცენტრალურ ბანკში, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პრივატიზაციის შესახებ. რუსეთის მაშინდელ ხელისუფლებას სჯეროდა, რომ უცხო ქვეყნები დაგვეხმარებოდნენ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს