სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეა „პირდაპირ საფრთხეს“ წარმოადგენს რუსეთისთვის და სრულად მიუღებელია “სხვა დროშით” შეიარაღებული ძალების განთავსება უკრაინაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგია დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზებაზე შეთანხმება, “უკრაინულ დარეგულირებაზე” პროცესი და თანამშრომლობის აღსადგენად პირობების შექმნა. ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლავროვის თქმით, -ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები “უკრაინული საკითხის დარეგულირებაზე” პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ, რისთვისაც აშშ და რუსეთი საკუთარ წარმომადგენლებს დანიშნავენ.
ლავროვის თქმით, პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოება და ალიანსში უკრაინის მიღება “პირდაპირი საფრთხე” იქნება რუსეთისთვის.
ამასთან, ში შესაძლო სამშვიდობო ძალების განთავსების შესახებ – იქნება ეს ნატოდან თუ “ევროკავშირის დროშის ქვეშ” ლავროვმა თქვა, რომ მიუღებელია.
“შეიარაღებული ძალების რაიმე სხვა დროშით რაიმე ფორმით გამოჩენა არაფერს არ ცვლის. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია”, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ორივე ქვეყნის საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებით საჭიროა დაბრკოლებების მოხსნა, რომლებიც ს ადმინისტრაციის პერიოდში შეიქმნა, რაც გამოიხატებოდა დიპლომეტების, ქონების დაყადაღებასა და საბანკო გადარიცხვების შეზღუდვაში.