– არასდროს ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, ინციდენტები ხდება, მაგრამ გამიზნულ ცეცხლს არასდროს ვისვრით და არასდროს ვუშვებთ დრონებს ან რაკეტებს ევროპის სახელმწიფოებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატო-ს ქვეყნებში თავის დრონებს არ უშვებს. ამის შესახებ ლავროვმა გაეროს გენერალურ ასაბლეაზე და შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“არასდროს არ ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს. ინციდენტები ხდება, მაგრამ გამიზნულ ცეცხლს არასდროს არ ვისვრით. და ჩვენ არასდროს არ ვუშვებთ ჩვენს დრონებს ან რაკეტებს ევროპაში მდებარე სახელმწიფოებზე, ევროკავშირის წევრებზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებზე,” – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, “სულ უფრო ხშირად ისმის რუსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარები, რომლებსაც ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ლამის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირზე თავდასხმას გეგმავს”.
ლავროვის თქმით, “რუსეთს არასდროს არ ჰქონდა და არ აქვს მსგავსი ზრახვები”, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია “მტკიცე წინააღმდეგობას მიიღებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ბოლოს და ბოლოს, თუ ასე გწყუროდათ დებატები, თქვენს ტელევიზებში მოგეწვიათ ოპოზიციონერები და დამსხდადირიყავით მათთან სადისკუსიოდ. თუ თქვენს ტელევიზებსაც გვარამია მართავდა?