სერბი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრესტური საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის Air Serbia საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მოეწყო. Air Serbia ბელგრადი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს.
მათივე ცნობით, პრესტური 8 მონაწილე თბილისისა და მცხეთის ტურისტულ ადგილებს ესტუმრა. მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ჯვრის მონასტერი, გაეცნენ ქართულ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს. სერბი ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები