სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სერბეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. Reuters-ი წერს, რომ ამ ს შედეგებზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია, მმართველი სერბული პროგრესული პარტია.
პარლამენტში 250 ადგილისთვის 18 პარტია და ალიანსი იბრძვის. საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ბარიერი ხმების 3%-ია.
საპარლამენტო არჩევნების პარალელურად დედაქალაქ ბელგრადსა და სერბეთის უმეტეს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი არჩევნებიც მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება. სახელმწიფო საარჩევნო კომისია სრულ შედეგებს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.