სერბეთი „გამზპრომთან“ დაკავშირებული სერბული კომპანიისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციას გეგმავს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ს პრეზიდენტტან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დააანონსა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სერბულ კომპანია Naftna Promyshlennost Srbije-ს სანქციები დაუწესა. ამ კომპანიის ერთ-ერთი აქციონერი „გაზპრომია“.
NPS-ი იმ კომპანიებს შორისაა, რომლებიც რუსეთის ნავთობის სექტორზე დაწესებული სანქციების ბოლო რაუნდში მოხვდნენ.
ვუჩიჩის თქმით, ამ ეტაპზე პუტინს ტელეფონით ესაუბრება, თუმცა კომუნიკაციის სხვა საშუალებებსაც განიხილავს.
სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ის მოლაპარაკებების წარმოებას აპირებს -ისა და ჩინეთის წარმომადგენლებთან იმ მიზნით, რომ „ამერიკის ახალ ადმინისტრაციას სთხოვოს, კიდევ ერთხელ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას“.
„ჩვენ პასუხისმგებლობით, სერიოზულად და ფრთხილად ვუპასუხებთ და ვიდრე ფრთხილად ვიმოქმედებთ, არ ვიჩქარებთ არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას“, – ამბობს ვუჩიჩი.