სერბეთს საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება სურს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა.
როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, 8 აპრილს, საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
„ერთ-ერთი თემა სპეციალური დანიშნულების ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობა იქნება“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
ასევე, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს ფრანგული Rafale-ს საბრძოლო თვითმფრინავების შეძენა სურს.