ზურიკო დავითაშვილის მსურველთა სიას „ტრაბზონსფორიც“ შეუერთდა, ხოლო „სენტ-ეტიენი“ შესაძლო ტრანსფერის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, – ინფორმაციას თურქული გამოცემა FutsHaber-ი ავრცელებს.
„ლიგა 2-ის ბინადარი „სენტ-ეტიენის“ ქართველი ლეგიონერით „ტრაბზონსფორი“ დაინტერესდა. 24 წლის ზურიკო დავითაშვილს გუნდის დატოვება სურს. ამასთან, ცნობილი გახდა ფრანგული კლუბის მოთხოვნაც – „სენტ-ეტიენი“ ქართველ ფეხბურთელს 15 მილიონ ევროდ აფასებს“, – წერს თურქული გამოცემა.
აღნიშნული ინფორმაცია ეწინააღმდეგება ფრანგული გამოცემის, „ფუტ მერკატოს“ ცნობას, რომლის მიხედვითაც, „სენტ-ეტიენი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დავითაშვილის გაშვებას არ გეგმავს.
მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, ზურიკო დავითაშვილმა ცხრა გოლი გაიტანა.




