სენატში შეთანხმდნენ 118-მილიარდიან პაკეტზე, რომელიც უკრაინის დახმარებასაც მოიცავს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, რომელსაც პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები აკონტროლებენ, მიღწეულია შეთანხმება უკრაინის და ს დახმარებისა და სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. ორპარტიული შეთანხმების ტექსტი სენატის საიტზე 4 თებერვალს გამოქვეყნდა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა სენატში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა. მან შეთანხმებულ პროექტს რესპუბლიკელებისთვის მომგებიანი უწოდა. დემოკრატების უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ვარაუდობს, რომ პირველი კენჭისყრა ამ კვირის ოთხშაბათს გაიმართება.
ფინანსური პაკეტი 118 მილიარდ დოლარს აღემატება. ამ თანხიდან 60 მილარდზე მეტი განკუთვნილია რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის, 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასისთვის და 20 მილიარდზე მეტი შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებისა და მიგრაციის პოლიტიკის გადახედვისთვის. ფინანსური პაკეტით, 2 მილიარდ დოლარზე მეტი გათვალისწინებულია წითელ ზღვაში -ის ოპერაციისთვის იემენელი მეამბოხეების წინააღმდეგ და თითქმის 5 მილიარდი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეერთებული შტატების პარტნიორების(ტაივანი) დასახმარებლად.
სავარაუდოა, რომ კანონპროექტს წინააღმდეგობა შეხვდება რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. ექს-პრეზიდენტ ს მხარდამჭერი კონსერვატორი რესპუბლიკელები მექსიკასთან საზღვარზე ზომების უკიდურესად გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ და დემოკრატების წინადადებებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სენატში განხილულ კომპრომისულ ვარიანტს მკვდრადშობილი უწოდა. დოკუმენტის მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატა დონალდ ტრამპმაც, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, იქნება რესპუბლიკელების კანდიდატი.
პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად თანხები ამოწურული აქვს, კონგრესისგან 2023 წლის ოქტომბრიდან ითხოვს ახალი ფინანსური პაკეტის მიღებას. კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, 2023 წლის ნოემბერში დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა კონგრესის ზედა პალატაში, სენატში.
2024 წლის 3 თებერვალს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში გაიმართება კენჭისყრა კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ისრაელისთვის 17,5 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევას. პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ უკრაინის დახმარების გარეშე ისრაელის მხარდამჭერი პაკეტის მიღებას ეწინააღმდეგება.

ასევე დაგაინტერესებთ