სენატორი ჯინ შაჰინი – აშშ-ის პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო

აშშ-ის პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან ამ შუადღის აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„აშშ-ის პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან ამ შუადღის აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო. ისინი კიდევ ერთხელ მკვლელი კრიმინალის, პუტინის, მხარეს დადგნენ ჩვენი დემოკრატიული მოკავშირის, უკრაინის, ნაცვლად. მხარში ვუდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის,” – წერს შაჰინი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში