სენატორი ჯიმ რიში – აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო

აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო. ამის შესახებ -ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების მთავრობის მიერ დრაკონული კანონების მიღება და სასამართლო სისტემის მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად გამოყენება სრულიად მიუღებელია”.
“[საქართველოს] მთავრობა უზარმაზარ შეცდომას უშვებს ქვეყნის იმ მომავლისგან დაშორებით, რომელიც მის ხალხს სურს, და ერთპარტიული ტოტალიტარული სახელმწიფოს მომავალთან დაახლოებით.
აშშ-საქართველოს ურთიერთობები ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, რომლებიც ახლანდელმა მთავრობამ არაერთხელ უარყო. სამაგიეროდ, საქართველოს ახლანდელმა მთავრობამ საგანგაშო გადახვევა გააკეთა ჩინეთსა და სკენ, რომელთა ავტორიტარული სტილის მმართველობასაც ისინი მზარდად ჰბაძავენ,” – წერს რიში.