სენატორი ლინდსი გრემი – პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები: „გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული“, ნიშნავს, რომ ირანში მომიტინგეებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ – დახმარება გზაშია

მივმართავ ირანელ ხალხს: თქვენი ხანგრძლივი კოშმარი დასასრულს უახლოვდება. თქვენი სიმამაცე და გადაწყვეტილება, დასრულდეს თქვენი ჩაგვრა პრეზიდენტმა და ყველამ, ვისაც თავისუფლება უყვარს, შენიშნეს, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ირანი ვერასდროს იქნება დიდებული აიათოლა ალი ხამანეისა და მის თანამოაზრეებთან ერთად.
„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს „გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული“, ნიშნავს, რომ ირანში მომიტინგეებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ. ეს ყველაზე ნათელი სიგნალია იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხვდება, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული აიათოლასა და მის თანამოაზრეებთან ერთად. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა, ვინც ირანში თავს სწირავთ. დახმარება გზაშია“, – წერს სენატორი.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა