სენატორები უიკერი და შაჰინი – “ქართული ოცნების” მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ, რაც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს ჰგავს – მხარს ვუჭერთ ორპარტიული “MEGOBARI აქტის” წინ წაწევას

„ქართული ოცნების” მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ – მხარს ვუჭერთ ორპარტიული “MEGOBARI აქტის” წინ წაწევას როგორც კი სენატის განრიგი მოგვცემს საშუალებას. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას -ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია) და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებენ.
განცხადებაში აღინიშნება, რომ დემოკრატიული მთავრობები საფრთხედ არ უნდა განიხილავდნენ ორგანიზაციებს.
ამასთან, სენატორების განცხადებაში ნათქვამია, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე კვირას პოლიტიკურ ოპოზიციაზე „რეპრესიები დააჩქარა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით“ – რამდენიმე პროდემოკრატიული ლიდერის დაპატიმრებითა და განაჩენების გამოტანით.
“ქართული ოცნების” მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ, ანტი-დემოკრატიული ქმედებებით დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებით, რაც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს ჰგავს. ინფორმაციის მასშტაბი, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, დიდი ალბათობით, უკანონოა, მაგრამ იმდენად ფართოც, რომ ნამდვილად დაუმორჩილებლობას გამოიწვევს. “ქართული ოცნების” ქმედებები, რომლებიც, როგორც გვესმის, ოლიგარქ ს მიერ იმართება, მიზნად ისახავს, ჯგუფების მნიშვნელოვანი სამუშაოს პარალიზებას, მათ შორის “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსი”, “საფარის”, “მომავლის აკადემიის”, “მედიის განვითარების ფონდისა” და “სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”.
დამატებით, “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე კვირას პოლიტიკურ ოპოზიციაზე რეპრესიები დააჩქარა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით რამდენიმე პროდემოკრატიული ლიდერის დატირებითა და განაჩენების გამოტანით.
მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიული მთავრობები საფრთხედ არ უნდა განიხილავდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, კრემლის პროპაგანდას ებრძვიან, კორუფციას ებრძვიან და მხარს უჭერენ ქალებს ან ახალგაზრდებს. როგორც ეს ჯგუფები დაიცავენ ქართველი მოქალაქეებისა და წყაროების პირად ინფორმაციას მთავრობის ჭარბი უფლებამოსილებისგან, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხმებსა და კანონმდებლობას მათთან გვერდში დასადგომად. ამ მხრივ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ორპარტიული “MEGOBARI აქტის” წინ წაწევას როგორც კი სენატის განრიგი მოგვცემს საშუალებას,” – ნათქვამია განცხადებაში.