სენატორები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ გაყინული აქტივები რუსეთზე ზეწოლისთვის გამოიყენოს

ამერიკელი სენატორების ჯგუფი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის გაყინული, 300 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების აქტივები მთლიანად უნდა გამოიყენოს უკრაინის დასახმარებლად.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამ შინაარსის წერილი რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს 21 მარტს გაუგზავნა.
დღემდე უკრაინის დასახმარებლად იყენებს მხოლოდ იმ თანხას, რომელიც გაყინულ რუსულ აქტივებს პროცენტის სახით ერიცხება.
ამერიკელ სენატორებს აინტერესებთ მიიჩნევს, თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ -სა და ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები უნდა გამოიყენოს ბერკეტად უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკებებში. წერილს ხელს აწერენ რესპუბლიკელი სენატორები ტოდ იანგი და ლინდსი გრემი და დემოკრატები რიჩარდ ბლუმენტალი და ტიმ კეინი.
გერმანული მაუწყებელი DW 20 მარტს, ევროკავშირის სამიტის დასკვნების დოკუმენტზე დაყრდობით წერდა, რომ ევროკავშირმა შეწყვიტა 200 მილიარდ ევროზე მეტის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციაზე დისკუსია.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის აქტივები უძრავად უნდა დარჩეს, სანამ ის არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ ომს და ზარალს არ აუნაზღაურებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში