სენატმა 118,2 მილიარდი დოლარის ორპარტიული დახმარების პაკეტი გამოაქვეყნა

სენატმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, კვირას გამოაქვეყნა დეტალები 118,2 მილიარდი დოლარის ორპარტიული დახმარების შესახებ უკრაინის, სა და -ს სამხრეთ საზღვრისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
გამოქვეყნებული პროექტით 60,1 მილიარდ დოლარს მიიღებს , 20,2 მილიარდი დოლარი მოხმარდება აშშ-ს საზღვარზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ხოლო 14,1 მილიარდ დოლარს მიიღებს ისრაელი.
დაფინანსება მცირე ოდენობით, თუმცა ასევე შეეხება უკრაინის ომის შედეგად განადგურებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებას, წითელ ზღვასა და ტაივანში თავდაცვის ოპერაციებს.
CNBC წერს, რომ საბოლოოდ, პროცესი ჯერ არ დასრულებულა. პალატა წინადადებას კენჭს მომავალ კვირაში უყრის, რა დროსაც მთავარი წინააღმდეგობა რესპუბლიკელი დეპუტატების მხრიდან ელოდება.
გამოცემა წერს, რომ რესპუბლიკელები, რომლებიც მზად იყვნენ მხარი დაეჭირათ პროექტისთვის, პოზიციებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით ცვლიან.