სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა.
კენჭისყრის დროს რეტკლიფის კანდიდატურას მხარი 74 სენატორმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა.
ჯონ რეტკლიფის თქმით, არ დაუშვებს, პოლიტიკურმა ან პირადმა მიკერძოებულობამ გავლენა იქონიოს მის გადაწყვეტილებებზე.
რეტკლიფი ეროვნულ დაზვერვას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. 2015-2020 წლებში ჯონ რეტკლიფი ტეხასის მე-4 საარჩევნო ოლქს წარმოადგენდა კონგრესში.