სენატმა საფრანგეთში აშშ-ის ელჩად ჩარლზ კუშნერი დაამტკიცა, ის ტრამპის მძახალია

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რესპუბლიკელების ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე პრეზიდენტ ს მიერ წარდგენილი ჩარლზ კუშნერის კანდიდატურას. ტრამპი და კუშნერი მძახლები არიან.
სენატში 19 მაისს გამართული კენჭისყრის შედეგად კუშნერის კანდიდატურა დამტკიცდა 51 ხმით 45-ის წინააღმდეგ. CNN-ის ცნობით, ერთადერთი დემოკრატი, რომელმაც კუშნერის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, სენატორი კორი ბუკერია.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ჩარლზ კუშნერის ვაჟის, ჯარედის ცოლია.
ჩარლზ კუშნერი ყოფილი ადვოკატი და უძრავი ქონების კომპანია Kushner Companies-ს დამფუძნებელია. 2005 წელს კუშნერი გაასამართლეს რამდენიმე, მათ შორის გადასახადებისთვის თავის არიდებისა და მოწმის მოსყიდვის ბრალდებებით და ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
2020 წელს, პრეზიდენტობის პირველ ვადაში დონალდ ტრამპმა ჩარლზ კუშნერის მიმართ შეწყალების აქტი გამოსცა.
სააგენტო AP-ის ცნობით, სენატში კუშნერის კანდიდატურის განხილვისას მას კრიმინალური წარსულის შესახებ ჰკითხა დემოკრატმა სენატორმა ჯინ ჯაჰინმა. ჩარლზ კუშნერმა უპასუხა, რომ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა და ეს დიდ ფასადაც დაუჯდა.
ფორუმი