სენატი კანონპროექტით ბლინკენს ავალებს, საქართველოში “მავნებელ აქტორთა” სიები წარადგინოს

23 მაისს ამერიკელმა სენატორებმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა წამოაყენეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების სანქცირებას, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სულ მცირე, $50 მილიონის დახმარებას ითვალისწინებს.
ამას გარდა, კანონპროექტის 203-ე პუნქტით სენატი -ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ავალდებულებს, რომ კანონის მიღებიდან არაუგვიანეს 120 დღეში, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს შემდეგი ანგარიშები წარუდგინოს:
· საქართველოს შიგნით და გარეთ დეზინფორმაციის მცდელობების შეფასება, რომელიც ევროკავშირთან და აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობას უთხრის ძირს.
· იმ წყაროების სია, რომლებმაც ზემოხსენებულ დეზინფორმაციაში აქტიური როლი ითამაშეს, და ასევე მთავრობის მხრიდან აღნიშნულ დეზინფორმაციასთან გამკლავების მცდელობების სია, რომელიც ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ზღუდავს.
· შეფასება იმის, თუ რამდენად ახერხებენ მავნებლური აქტორები ქართული პარტიებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ხელის შეშლას, რათა სწორი მმართველობისა და გამჭვირვალობის პრინციპები დაიცვან და მისდიონ.
· სავარაუდო პოლიტიკის გატარებაზე რჩევები, რათა დემოკრატია და კანონის უზენაესობა დაცული იყოს, ხოლო მავნებლური აქტორები – დასჯილი.
· საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და დათრგუნვის მცდელობების ზოგადი შეფასება, ხოლო სია იმათი, ვინც ყოველივე ამაზეა პასუხისმგებელი.
· საბოლოოდ, საქართველოში სა და ჩინეთის გავლენის, ასევე მათი საინფორმაციო ოპერაციების შეფასება.
კანონპროექტის მიხედვით, 203-ე პუნქტის (a) ქვეპუნქტში მოთხოვნილი ანგარიშები წარდგენილი იქნება არასაიდუმლო ფორმით, თუმცა დამატებით ექნება გასაიდუმლოებული დანართი, სადაც სენსიტიური ინფორმაცია იქნება თავმოყრილი.
tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ