სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი კიდვე ერთი პირი კი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.




