სემეკი: წყლის პრობლემის აღმოფხვრამდე, ელ. ენერგიისა და გაზის გეგმური სამუშაოები შეჩერდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის ინფორმაციით, თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია.
“გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან სმს შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ.
გეგმური სამუშაოები განახლდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ” – წერია სემეკის გავრცელებულ განცხადებაში.
GWP-ის ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლომდე ექნებათ კონკრეტული ინფორმაცია, როდის დასრულდება სამუშაოები მაგისტრალური მილსადენის სრულად აღსადგენად.
დედაქალაქის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) წარმომადგენლებთან დღეს დილით გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ თბილისში წყალმომარაგების სრულად აღდგენას ერთ კვირამდე დასჭირდება.