სემეკის გადაწყვეტილებებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ 470 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია დაერიცხათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებებით, 2025 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ კომპენსაციები დაერიცხათ, ჯამში 472 680 ლარის ოდენობით.
ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„კომპენსაციები დარიცხულია სემეკში შესული მომხმარებელთა წერილობითი მიმართვების საფუძველზე, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებისა და ვადების დარღვევებს და ასევე, გამანაწილებელ ქსელსა და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ვადის გაზრდის საკითხებს.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც. სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით: https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!