სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში წყალმომარაგების რეგულირების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „წყალმომარაგების სექტორის რეგულირების საფუძვლები“.
აღნიშნული კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან. კურსის ფარგლებში, მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ წყალმომარაგების სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირები.
კურსის მიზანია წყალმომარაგების სექტორში არსებული და სამიზნე რეგულირების ზოგადი პრინციპების გაცნობა, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე არსებული მაგალითების ანალიზი. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
სასწავლო კურსზე რეგისტრაცია დასრულება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს.
დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://entc.ge/ka/news/20241011110810-newregistrationwater.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…