სეზონური ვირუსების გაზრდილი შემთხვევები და მომატებული მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში – რომელი ტიპის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში

გრიპის აღმავალი პერიოდი, სეზონური ვირუსების გაზრდილი შემთხვევები და მომატებული მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში – განსაკუთრებული დატვირთვა პედიატრიულ განყოფილებებზე მოდის.
თვეზე მეტია გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობა. ქვეყანაში ახლა ძირითადად “ა” ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ექიმების განმარტებით, ზამთრის პერიოდში შემთხვევების მატება მოსალოდნელია, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია.
თავის და სახსრების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ის სიმპტომებია, რაც სეზონურ გრიპს ახასიათებს. ვირუსი მწვავე ფორმით რისკ ჯგუფებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში მიმდინარეობს. ექიმები ამბობენ, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის პრობლემა არ არის.
სპეციალისტები რესპირატორული ვირუსების პიკს თებერვლის ბოლოსთვის ვარაუდობენ. მედიკოსები იმ პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობენ, რაც პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს.
სეზონური ვირუსების გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ექიმები გამოსავალს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ხედავენ. მთავარი რეკომენდაცია კი გართულების შემთხვევაში ექიმთან დროული მიმართვაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში