“სევილიამ” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

“სევილიამ” “ხეტაფესთან” (0:3) წაგების შემდეგ მთავარი მწვრთნელი დიეგო ალონსო გაათავისუფლა.
ურუგვაელმა სპეციალისტმა ანდალუსიური კლუბი ოქტომბერში ჩაიბარა.
მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 13 მატჩი გამართა, საიდანაც 2 გამარჯვება 5 ფრე და 6-ჯერ მარცხი იწვნია.
“სევილია” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილს იკავებს.