საჯარო სამსახურებში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები პროფესიულ საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან

საჯარო სამსახურებში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები პროფესიულ საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან – მათი დანიშვნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან სსიპ-ში, ანალოგიურ საფეხურზე დასაქმებული პირები.
ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში აისახა და რომლის მთავარი მიზანი საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებაა.
საჯარო მოხელისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება რეორგანიზაციის გამოცხადების საფუძველი აღარ იქნება, როგორც ეს კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში ეწერა, თუმცა როგორც კანონპროექტის წარმდგენმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განმარტა, გამოცხადდება კონკურსი და კონკურსი იქნება განმსაზღვრელი, ვინ დარჩება თანამშრომლად. ის პირები, ვინც კონკურსში ვერ გაიმარჯვებენ, რეზერვში ჩაირიცხებიან.
ამასთან, საბოლოოდ მიღებული პროექტით, საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.
რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და შერწყმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება პროცესს არ შეაჩერებს.
პარლამენტმა “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები