საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მხოლოდ საფინანსო დეკლარაციები გამოქვეყნდება და არ გასაჯაროვდება არანაირი პერსონალური ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებაც არ შეიძლება

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე ირწმუნება, რომ უწყება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მხოლოდ გადამოწმებულ საფინანსო დეკლარაციებს გამოაქვეყნებს და არ გამოქვეყნდება არანაირი პერსონალური მონაცემების შემცველი ისეთი ინფორმაცია, რომლის გასაჯაროება არ შეიძლება. როგორც დევიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, გამოქვეყნებას დაექვემდებარება მხოლოდ ორგანიზაციების საფინანსო დეკლარაციები, სადამფუძნებლო წესდება და ამონაწერი.
“არ შეიძლება გამოვითხოვოთ იმაზე მეტი, რისი მიზანიც კანონს აქვს. კანონის მიზანია ის, რაც არის ფინანსური დეკლარაციის ფორმაში. საჯარო რეესტრში დაცულია თითოეული ჩვენგანის, ვისაც უძრავი ქონება გააჩნია, პერსონალური მონაცემები. წვდომა გვაქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზაზე – ის თუ რა ხდებოდა ამა თუ იმ ოჯახში, დაცულია იუსტიციის სამინისტროში, მაგრამ ყველა მონაცემი ილუქება. საჯარო რეესტრი არის ინსტიტუცია, შემდგარი ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში მუშაობს – შეუძლებელია ვინმეს სუბიექტური მოსაზრების ან სურვილის შემთხვევაში რაიმე სახის გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ამას ჩვენი პრაქტიკა აჩვენებს. ჩვენი ავტორიტეტი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ამას მოვუფრთხილდებით”, – განაცხადა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას