საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებულთათვის საამზომველო სამუშაოებს ატარებს

გურიის რეგიონში სტიქიით დაზარალებულთათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საამზომველო სამუშაოებს ახორციელებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები 2024 წლის ივლისში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მიმდინარე წლის სექტემბერში გურიის რეგიონში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სააგენტოს 55 ამგეგმავი 13 დეკემბრიდან ახორციელებს საამზომველო სამუშაოებს. სააგენტოს ამგეგმავები სრული დატვირთვით მუშაობენ დამეწყრილ ზონებში რთული რელიეფური პირობების მიუხედავად.
მუნიციპალიტეტებში მიმდინარე აქტიურ საამზომველო სამუშაოებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე – თამარ ტყეშელაშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან – დავით დევიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
“სექტემბერში სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს. მეწყერმა დააზიანა მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული მათ საკუთრებაში. იმისთვის, რომ სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქეებმა სწრაფად მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია, იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჯარო რეესტრის ამგეგმავთა ჯგუფები, რომლებიც გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ამ დროისათვის სხვა მუნიციპალიტეტებში ახორციელებდნენ მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოს, მუშაობას გააგრძელებდნენ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მიწის ნაკვეთების ასაზომად,” – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი: ვიცი ყველა უბნის პრობლემა, ბოლო წლების განმავლობაში განახლებულია 8 სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი მოეწყობა თითქმის ყველა უბანში, ასევე, დასრულებულია ტენდერი, რომელშიც გათვალისწინებულია 30-მდე რეკრეაციული სივრცე

ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ინვესტიცია არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პაატა ჩადუნელი: მზად ვარ, რომ ხაშურისთვის მაქსიმალური გავაკეთო – ჩვენი გუნდი გააგრძელებს იმ პროექტებს, რომლებიც შექმნის გამართულ ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტში