საჯარო ანგარიშვალდებულების მარეგულირებელი მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია

საჯარო ანგარიშვალდებულების მარეგულირებელი მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა(ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთითევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში. ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთადგაანალიზებულია ევროპის ქვეყნების საჯარო ანგარიშვალდებულების მარეგულირებელი მმართველობის საკითხი (გვ 62). რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს. საჯარო ანგარიშვალდებულების რეგულირების ყოვლისმომცველობის შეფასების 100 ბალიანი სისტემით საქართველომ 75-ზე მაღალი ქულადაიმსახურა და ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
რეიტინგში საქართველო უსწრებს შენგენის ზონის და ევროკავშირის წევრ 28სახელმწიფოს: დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს,გერმანიას, იტალიას, ფინეთს, დანიას, ნორვეგიას, ირლანდიას, ნიდერლანდებს, ბელგიას, შვედეთს, შვეიცარიას, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, პოლონეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ისლანდიას, კვიპროსს, ავსტრიას, მალტას, ლუქსემბურგს. სარეიტინგო შეფასება ეფუძნება EuroPAM-ის მონაცემთა ბაზას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ, რომელიც თავის მხრივ ზომავს ქვეყნის სამართლებრივი ჩარჩოს ყოვლისმომცველობას ადმინისტრაციული გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხუთ სფეროში: თანამდებობის პირების ფინანსური გამჭვირვალობა, ინტერესთა კონფლიქტი, პოლიტიკური ფინანსები, ინფორმაციის თავისუფლება და სახელმწიფო შესყიდვების რეგულირება. ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში