სახ.დეპი: რუბიომ და ფაშინიანმა, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საერთო ინტერესები განიხილეს

-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიომ და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომელზეც, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, საერთო ინტერესები განიხილეს.
“სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განიხილეს საერთო ინტერესები, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა.
სახელმწიფო მდივანი მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას, ხაზი გაუსვა გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონული კონფლიქტის ციკლის შესაწყვეტად და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო მდივანი და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის ნებისმიერი გზით ესკალაცია მიუღებელია”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დღეს, 25 მარტს სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტი საბოლოოდ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

ირაკლი კობახიძე: 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს