“სახლში, ჩვეულებრივი გადაადგილებისას წაიქცა და მიიღო ტვინის შერყევა, რა პრობლემაა?” – ბურჭულაძის ადვოკატი

რა ვითარებაში მიიღო ჯუანშერ ბურჭულაძემ ტვინის შერყევა – მისი ადვოკატი ტვ პირველთან ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებამდე წოლითი რეჟიმი ჰქონდა და რამდენიმე დღის წინ, საყოფაცხოვრებო პირობებში ტრავმა მიიღო.
რამდენიმე დღის წინ მას მიღებული აქვს ტრავმა, საყოფაცხოვრებო პირობებში, აქვს წოლითი რეჟიმი და ამიტომ, ექიმის რეკომენდაცია იყო, უნდა გადაიყვანონ შესაბამისი სასწრაფო დახმარების მანქანით. სახლში მიიღო, ხომ შეიძლებ წაიქცეს ადამიანი, რა პრობლემაა? სახლში იყო, ჩვეულებრივი გადაადგილების დროს წაიქცა და მიიღო ტვინის შერყევა. დამირეკეს, მოსულები არიან დასაკავებლადო, მეც მოვედი და პროცედურა უკვე დაწყებული იყო. არ ვიცი სუს-მა რა ჩაატარა და რა თქვა. სასამართლოს განჩინებით არიან მოსულები დაკავებაზეო. მასალებს სავარაუდოდ, ხვალ გამოგვცემენ და მერე ყველაფერს მოგახსენებთ. დაკავებას არ ველოდებოდით, რაც შეეხება იმას რომ ფიქტიური ყიდვა-გაყიდვა, ოპერაციებია ჩატარებული, ეს აბსურდია, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ.
ცნობისთვის, არ არსებობს კანონი, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სახლში, ჩვეულებრივი გადაადგილებისას წაქცევას და ტვინის შერყევას კრძალავს, ან პრობლემად აფასებს, თუმცა, როგორც წესი, ში, ჩვეულებრივი გადაადგილება არ უნდა ერქვას მოძრაობას, რომლის შედეგადაც ტვინის შერყევას მიიღებ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ