“სახლზე აენეხვეთ და თოვლი გადმოყარეთ, ან ჩაკვდით მანდ, “იბიომატ” – გრინ ბარეტი

თოვლი, გურიაში, მონატრებული რომანტიკული თავგადასავლიდან თანდათან საშიშ თრილერსა და სტიქიურ უბედურებაში გადაიზარდა. ახლა ველაპარაკე დედას და ამწუთისთვისაც თოვს. ჩემი ძმა (რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ამ დროს სოფელში) რამდენიმე დღეა სახლების სახურავებიდან (ორი სახლი გვიდგას) საჭმელად და ნიჩბის გასაპოხი მასალის ასატანად თუ ჩამოვა. ჩვენ გაგვიმართლა, – ისედაც ცოტანი არიან ახალგაზრდები, თან ყველას კი არ შეუძლია სახურავებზე ასვლა, ესეც რომარა, თავიანთი გასჭირვებიათ და ვერ მოსთხოვ… რა ეშველებოდა დედას… სახლკარს… თან იმათზეც მეფიქრება, მხოლოდ ხანშიშესულები რომ არიან და იმათზეც, – გამოკეტილი რომ აქვთ სახლკარი… “ჩასაფრებული” რომ ვიყო, ხელისუფლებაზეც ვიტყოდი ერთ-ორ საყვედურს, მაგრამ არ ვარ ის ტიპი და არაა ახლა მაგის დრო… არადა ეს “ჩასაფრებულები” იქაც ოხრად არიან და ისეთი ხმები მომდის, – რომ შემეძლოს მოვაქუჩებდი და ჩავ… წიხლავდი ამ “ნაცევროპულ” ნახირს. აბა, თუ შეგიძლიათ და გული შეგტკივათ, ნიჩაბს მიკიდეთ თქვეჩემა ხელი, სასწრაფოს გზა გაუკვალეთ, უპატრონო ან მოხუცის სახლზე აენეხვეთ და თოვლი გადმოყარეთ, ან არადა დამუწეთ ეს აყროლებული პირები და ჩაკვდით მანდ, იბიომატ!!!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა