სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს! –

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი აქტივისტების სახლების ჩხრეკებს ემხიანება და აცხადებს, რომ ტერორი საქართველოში არ იმუშავებს.
მისი განცხადებით, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.
“ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია! რუსული და ბელორუსული სცენარი – თავისუფალი ადამიანების “ჩეკისტური” დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს!
ქართველი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის ვერ გააჩერებს და ვერ დაიმორჩილებს!
მალე დადგება ამ რეჟიმის გასამართლების დრო – რეჟიმის, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს, ქვეყანა მოაქცია სრულ იზოლაციაში, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.
ბრძოლა იქნება ბოლომდე!
ყველა, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს სჩადის, უმკაცრესი პასუხი მოეთხოვება!
მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება!
სიმტკიცით და ერთობით გავიმარჯვებთ!”,- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ