სახელწოდებები, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ არის პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“ , არც „გირჩი“- ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“

სახელწოდებები, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ არის პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“ , არც „გირჩი“- ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“
„ის რასაც „ლელო“ იძახის დღეს, რომ ვიღაცას გააგდებს სახელმწიფოდან, ვიღაც სადღაც აღმოჩნდება, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მათ ზუსტად ისეთივე მმართველობის ნაწილი უნდათ იყვნენ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა 2012 წლამდე ამ ქვეყანაში“-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, პარტია „ლელომ“ ნაცვლად პოზიტიური დღის წესრიგის შექმნისა, საზოგადოებას რეპრესიების ქრონიკა შესთავაზა.
„სახელწოდებები, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ არის აბსოლუტურად პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“ , არც “გირჩი”, ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“. ვინმეს აქვს ილუზია, რომ ზურა ჯაფარიძე არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი? ვინმეს აქვს ილუზია, რომ და ლიაკა ხოშტარია არ არის „ნაციონალური მოძრაობა“?
და ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ. რეალურად ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ პრაქტიკულად კალკირებას აკეთებს და გადმოაქვს აბსოლუტურად ყველა ის შეხედულება და ქვეყნის მართვის ის მოდელი, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ე.წ. უკუთვლას, პარტიები იყენებენ იმისთვის, პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას და თქვან, რომ ჩვენ ამდენი ხნით ადრე გვექნება ეს პროგრამა, საზოგადოებას შევთავაზებთ ამ თემის მოგვარების პირობებს, მაგრამ ლელომ რა ქნა? „ლელომ“ გამოაცხადა რეპრესიების ქრონიკა. ეს არის ობიექტური რეალობა“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს