სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი? – ოზურგეთის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი დავით ბეშიტაიშვილს

სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი? – ოზურგეთის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი დავით ბეშიტაიშვილს
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, მსახიობ დავით ბეშიტაიშვილს მიმართავს, რომელმაც 9 აპრილს, სპექტაკლის ბოლოს პოლიტიკური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ კანონპროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ არის რუსული.
„სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი? ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენც ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ გამჭვირვალობა დაუშვებელია“.
სასაცილოდაც კი ჟღერს ასეთი რამის თქმა დღეს. თანაც, თქვენ ჩემზე უმცროსები ხართ და ჩემზე მეტი ხომ უნდა გესმოდეთ, ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. ნუ ავიგდებთ თავს მასხრად. ჩვენს საქმეს მივხედოთ”, – წერს ჩიგოგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ