,, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დამრღვევებს სათანადო ზომებით უპასუხოს” – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„ჩვენი სურვილი არ არის რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. თუმცა სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დამრღვევებს სათანადო ზომებით უპასუხოს. გამოვთქვამ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება ამ პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა/გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და, შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრს სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან