სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს – ჯუანშერ ბურჭულაძე

სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ამ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მუდამ მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან სამშობლო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მინისტრმა საქართველოს მშვიდობა, ეროვნული სიმტკიცე და წარმატებები უსურვა.
“სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო. ამ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მუდამ მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან სამშობლო, მისი ეროვნული დროშა და ღირსება. ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ეროვნულ სიმტკიცესა და წარმატებებს”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში