სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელზე საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

აღიარებს რა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადამწყვეტ როლს, კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაში, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გაეროს უმაღლესი სასამართლოს მიერ ისრაელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ამერიკის შეხედულებებთან თანხვედრაშია და მათი “თანმიმდევრულია”, – განცხადება 26 იანვარს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესოფისმა გაავრცელა.
“ჩვენ მუდმივად გარკვევით ვაცხადებდით, რომ ისრაელმა უნდა გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა მინიმუმზე დაიყვანოს სამოქალაქო ზიანი, გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი და უპასუხოს რიტორიკას არაჰუმანურობის თაობაზე.
სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე შეესაბამება ჩვენს მოსაზრებას, რომ ისრაელს აქვს უფლება მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს 7 ოქტომბრის მსგავსი ტერაქტების პრევენცია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ისევ გვჯერა, რომ გენოციდის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა და აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს არ დაუდგენია გენოციდის ფაქტები და არც ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიუღია, მან მოითხოვა უპირობოდ, დაუყონებლივ გაათავისუფლონ ყველა მძევალი, რომლებიც “ჰამასს” ჰყავს.
ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმდინარე პროცესზე თვალის მიდევნებას” – ნათქვამია განცხადებაში.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ), ღაზის სექტორში ს სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით იმსჯელა და ცოტა ხნის წინ, საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილება გააცნო. გაეროს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ხშირად მსოფლიო სასამართლოსაც უწოდებენ, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა არ მოუთხოვია.
სასამართლომ საქმეზე სამხრეთ აფრიკის საჩივრის საფუძველზე იმსჯელა, რომელიც მიიჩნევს, რომ ისრაელის ქმედებებმა, პალესტინელთა გენოციდი გამოიწვია. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1-ელ ოქტომბერს კი არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ