სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში „ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობას“ გმობს

12 აგვისტოს გამოქვეყნებულ გასული წლის ანგარიშში, -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპაში „ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობა“ დაგმო და განსაკუთრებული ყურადღება „სიტყვის თავისუფლების“ შეზღუდვებზე გაამახვილა.
2024 წლის ანგარიშში, რომელიც ნათლად ასახავს პრეზიდენტ ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გასული წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუარესდა“ გერმანიაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში.
საფრანგეთში „გამოხატვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების“ და ანტისემიტური აქტივობების აღორძინების შესახებ ანგარიშში შესული მონაცემები „სარწმუნო ინფორმაციას“ ეფუძნება.
ბრიტანეთზე საუბრისას კი, ვაშინგტონი ყურადღებას ამახვილებს ინტერნეტის უსაფრთხოების ახალ კანონზე, რომლის მიზანიც ბავშვების უკეთ დაცვაა და რომელიც მანამდე ილონ მასკის სოციალურმა ქსელმა X-მა გააკრიტიკა.
ამასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა უარი თქვა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის დასახელებაზე და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ „თავისუფალ საზოგადოებაში მთავრობის მხრიდან ცენზურა მიუღებელია“.
„მთავრობები, პოლიტიკური ან რელიგიური მიზეზების გამო, აგრძელებენ ცენზურას, თვითნებურ ან უკანონო თვალთვალს და შემზღუდველი კანონების გამოყენებას მათ წინააღმდეგ, ვინც მათთვის მიუღებელია“, – განაცხადა მან.
თებერვალში, მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ვენსმა ბევრი გააოცა, ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, როდესაც განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება ევროპაში „უკან იხევს“, რითაც გაიმეორა ისეთი პარტიების მოსაზრებები, როგორიცაა ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD), რომელიც ცოტა ხნის წინ გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ „ექსტრემისტულ მემარჯვენე“ ძალად მოიხსენია.
სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აფასებს და ამით ბევრ მთავრობას, ხშირად, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, ჩვეულებრივ, გაზაფხულზე ქვეყნდებოდა ხოლმე. იგი აშშ-ს კონგრესის დაკვეთით მზადდება და გასულ წლამდე საცნობარო დოკუმენტად მიიჩნეოდა.
თუმცა, წლევანდელი ვერსია მოამზადა წინა ადმინისტრაციმ, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, რამაც სახელმწიფო დეპარტამენტი აიძულა, ანგარიშის სტრუქტურასა და ტექსტში ვრცელი ცვლილებები შეეტანა, რათა ასახულიყო ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტები, როგორიცაა, მაგალითად, მისი წინააღმდეგობა მრავალფეროვნების პროგრამებთან ან აბორტის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
„წელს ანგარიში გამარტივდა, რათა ის უფრო სასარგებლო და ხელმისაწვდომი იყოს და ამჟამინდელი ხელისუფლების პრიორიტეტებს შეესაბამებოდეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან დაკავშირებით, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენელმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ანგარიშის ამჟამინდელი ვერსია, საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, სამართლიანი არ არის.
დემოკრატი სენატორის, კრის ვან ჰოლენის თქმით, ამ ანგარიშის „პოლიტიზება“ მათ მიზანს საფრთხეს შეუქმნის და „შეამცირებს (…) ნდობას“ სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ.
მაგალითად, სალვადორზე საუბრისას, რომელსაც პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე მართავს და რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირეა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნათქვამია, რომ „ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევების შესახებ სანდო ინფორმაცია არ არსებობს“.
სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია სალვადორს „მარასის“ გამო აკრიტიკებს, რომლის ბანდები ოდესღაც მოსახლეობას ატერორებდნენ. კრიტიკის საგანია აგრეთვე ე.წ. „ტერორისტების განთავსების ცენტრში“ (CECOT) არსებული პირობები, რომელიც მკაცრი რეჟიმის ახალ, მაქსიმალურად უსაფრთხო ციხეს წარმოადგენს.
ტრამპის ადმინისტრაციამ სალვადორში ამ წლის დასაწყისში ასობით ვენესუელელი მოქალაქე გააძევა, რომლებიც გადაიყვანეს ციხეში, სადაც, მათი თქმით, ძალადობას და წამებას განიცდიდნენ.
სალვადორისგან განსხვავებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პირქუშ სურათს წარმოაჩენს იმ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე, რომლებთანაც ტრამპის ადმინისტრაციას განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა აქვს. ასეთი ქვეყნები არიან, მაგალითად, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია.
„ადამიანის უფლებების მდგომარეობა, წლის განმავლობაში, სამხრეთ აფრიკაში საგრძნობლად გაუარესდა“, – აცხადებს ვაშინგტონი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეტორიამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და „ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯი“ გადადგა აფრიკაანსების – თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელების – მიმართ, როდესაც საკუთრების „ექსპროპრიაციის“ გადაწყვეტილება მიიღო და ამით „ქვეყანაში რასობრივი უმცირესობების უფლებების ახალი დარღვევას“ შეუწყო ხელი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ამ წლის დასაწყისში მკაცრად დაგმო კანონი, რომელიც მიზნად ისახავს მიწის გადანაწილების ხელშეწყობას იმ უსამართლობის გამოსასწორებლად, რაც აპარტეიდის მემკვიდრეობას წარმოადგენს.
რაც შეეხება ბრაზილიას, მასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სასამართლოებმა მიიღეს „გადაჭარბებული და არაპროპორციული ზომები“, რომლებიც „ზიანს აყენებენ გამოხატვის თავისუფლებას“ და „ზღუდავენ ონლაინ კონტენტზე წვდომას“, რაც „დემოკრატიისთვის ზიანის მომტანია“.
აშშ-ის სანქციებს არაერთხელ დაექვემდებარა ბრაზილიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს (STF) მოსამართლე, ალექსანდრე დე მორაესი.
ის თავმჯდომარეობს სასამართლო პროცესს, რომელიც ულტრამემარჯვენე ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხრიდან 2023 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეს იხილავს. მორაესი ასევე გახდა X-ის მფლობელის, მილიარდერ მასკის სამიზნე, მისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო.
2024 წლის ანგარიში ისრაელთან მიმართებაში, ადრინდელთან შედარებით, გაცილებით ლაკონურია და ღაზას სექტორში ომის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ შეიცავს.
წყარო: 1 არხი