სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში მიმდინარე ომის და ნებისმიერი სხვა ომის დასასრულებლად

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ს მიერ უკრაინულ ქალაქებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების გაძლიერება. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა გააკეთა.
„პრეზიდენტმა [დონალდ ტრამპმა] მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან გახშირებული თავდასხმები ამაზრზენია. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ზე თავდასხმების ესკალაციას და ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ მსხვერპლთა და დაღუპულთა ოჯახების მიმართ“, – აღნიშნა ტემი ბრიუსმა.
ბრიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რუსეთი თავისი საჰაერო თავდასხმების მასშტაბების ახალ რეკორდებს ამყარებს“.
მან დასძინა, რომ ტრამპის მთავარი ინტერესი არის ყოველდღიურად მიმდინარე ადამიანთა სიკვდილისა და ნგრევის შეჩერება.
„ის ყველაფერს გააკეთებს ამ ომის და ნებისმიერი სხვა ომის დასასრულებლად, რომლის დასრულების შანსიც ექნება. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ჩვენ გვესმის, რომ ასეთ საკითხებს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ, ცხადია, ასევე იმედგაცრუებულნი ვართ, რომ მეტი პროგრესი არ არის მიღწეული“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა