სახელმწიფო დაზღვევა შეუჩერდებათ მათ, ვინც 6 თვე საზღვარგარეთ იმყოფება

საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც 6 თვეს უცხოეთში გაატარებენ, სახელმწიფო დაზღვევა შეუჩერდებათ. დადგენილება, რომელიც არსებულ წესს ცვლის, „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 31 დეკემბერს გამოსცა.
დოკუმენტი 1 იანვრიდან ამოქმედდა.
იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საყოველთაო დაზღვევას, სერვისების მისაღებად ის ახლიდან უნდა ჩაერთვას სისტემაში – ამისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში ვიზიტი და განცხადების დაწერა.
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა 2013 წლიდან მოქმედებს – მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ნაცვლად „ქართულმა ოცნება“ მოვიდა. ეტაპობრივად დაფინანსების წესებიც შეიცვალა. ამბულატორული სერვისების ნაწილს სახელმწიფო სრულად აფინანსებს, ასევე ფინანსდება გეგმიური და არაგეგმიური ოპერაციები ნაწილობრივ ან მეტწილად.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება