სახელმწიფოს თანამონაწილეობით დარეგისტრირებული ბიზნესის 51% არ ფუნქციონირებს

2024 წლის ივლისის მდგომარეობით, სახელმწიფოს თანამონაწილეობით (არანაკლებ 50%-ისა) საქართველოში 5 886 ბიზნესია დარეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 49% არის აქტიური.
„საქსტატის“ ინფორმაციით, არსებული ბიზნესებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში 2866 მათგანია. გარდა ამისა, სულ საქართველოში რეგისტრირებული 1 011 807 ბიზნეს სუბიექტიდან 0,58% სახელმწიფოს არის.
2024 წლის ივლისის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 2144 ბიზნეს სუბიექტია, რომელთა მხოლოდ 918 ფუნქციონირებს.
ცნობისთვის, საქართველოში რეგისტრირებული 1 011 807 ბიზნესიდან, მხოლოდ 25% ფუნქციონირებს, დანარჩენი კი აქტიური არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე