სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით, კაკლისა და ნუშის გამმუშავებელი საწარმო შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სახელმწიფოსა და -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით შექნილი კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, სოფლის მეურნეობის დარგში კიდევ უფრო მეტ პროგრესს მოგვიტანს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ს განცხადებით, კაკლისა და ნუშის გადამმუშავებელი საწარმო არის კერძო და საჯარო სექტორის, ასევე usaid-ის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი, რაც მიემართება ადგილობრივი ფერმერების გაძლიერების, სამუშაო ადგილების შექმნის და ადგილობრივი ფერმერების გაძლიერებისაკენ.
„შპს Nuts Processing-მა საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია; კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. საწარმოს წარმადობა 600 ტონას შეადგენს. ამ ეტაპზე, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია შიდა ბაზარზე ხორციელდება, იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
აღსანიშნავია, რომ გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილია კაკლოვანი კულტურების გადამამუშავებელი 15 საწარმო, სახელმწიფო თანადაფინანსება 7.1 მლნ ლარს აღემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა