სახალხო დამცველმა კლინიკაში ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ამავე პარტიის წევრი, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მოინახულა. ორივე მათგანი ამბობს, რომ თბილისში აქციის დაშლის დროს სპეცრაზმის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია გადაუგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამ უწყების კომპეტენციაა დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე.
ინგოროყვას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა პროფესორმა კახა ჭელიძემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილს ცხვირის ძვლები აქვს მოტეხილი.
ლევან ხებიშვილის გარდა, აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცემია კიდევ ერთი დეპუტატი – „მოქალაქეების“ ლიდერი, .
დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.
პრეზიდენტი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. საქართველოს სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ პოლიციამ მშვიდობიანი აქციის დაშლა დაიწყო.
30 აპრილს საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით გაგრძელდა „აგენტების კანონის“ განხილვა, რამაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი კანონად გადაქცევის შემთხვევაში შეეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას.